მამუკა ხაზარაძე - „ოცნების“ რუსულმა რეჟიმმა ევროსაბჭო დატოვა - ასე იქცევა სამშობლოს მოღალატე თვითმარქვია ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ტყავის გადასარჩენად ქვეყნის მომავალს სწირავს

ასე იქცევა სამშობლოს მოღალატე თვითმარქვია ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ტყავის გადასარჩენად ქვეყნის მომავალს სწირავს, - ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ევროსაბჭომ ამ გადაწყვეტილებით მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციას და ქართველ ხალხს.

„ოცნების“ რუსულმა რეჟიმმა ევროსაბჭო დატოვა - ასე იქცევა სამშობლოს მოღალატე თვითმარქვია ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ტყავის გადასარჩენად ქვეყნის მომავალს სწირავს.

დღეს ჩვენ, გამარჯვებულ ოპოზიციას და ქართველ ხალხს ევროსაბჭომ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა და მოგვცა სრული ლეგიტიმაცია, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული არჩევანის დასაცავად და რუსული რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად! მივაღწევთ მიზანს - აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ - წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.

როგორც წულუკიანმა განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება