ბადრი ჯაფარიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ასახავს ქართველი ხალხის მოთხოვნას - ევროპელი მეგობრები არიან ქართველი ხალხის გვერდით

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ასახავს ქართველი ხალხის მოთხოვნას. ევროპელი მეგობრები არიან ქართველი ხალხის გვერდით, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილებით „თავისი თავის იზოლირებას აგრძელებს“.

„ის უმსგავსობა, რომელსაც ჩადის „ქართული ოცნება“ აისახა იმ მოთხოვნებში, რომელიც გაჟღერებულია რეზოლუციაში. რეზოლუცია პრაქტიკულად ერთხმად მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ. პასუხად „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ წყვეტს მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, რადგანაც რეზოლუცია ასახავს სწორედ იმ უმსგავსობას, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნების“ იქ არ ჩასვლით ასამბლეას, რა თქმა უნდა, არაფერი არ დააკლდება. „ქართული ოცნება“ თავისი თავის იზოლირებას აგრძელებს, მაგრამ ქართველი ხალხი გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ მიაღწიოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ამ ქვეყანაში და მიაღწიოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.

როგორც წულუკიანმა განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება