აქციის მონაწილეებმა ღამე აჭარის მთავრობის სახლთან გაათენეს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეთა პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის მიმდებარედ ორი კარავი აქვთ გაშლილი, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება დაშლას არ აპირებენ.

“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, თავისუფლება მზიას, რომელიც 19 დღეა შიმშილობს საპატიმროში. გვინდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, არჩევნები რომელიც მოგვპარეს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ვართ ქუჩაში და პროტესტის მშვიდობიანი ფორმით, რეჟიმს გავისტუმრებთ”, - აღნიშნავენ შეკრებილები.

საპროტესტო აქციის ტერიტორია, მოქალაქეებმა თავად დაასუფთავეს. სამთავრობო შენობასთან სამართალდამცავებიც რჩებიან.

ცნობისთვის, წუხელ კარვის გაშლის გამო, მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს