გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ წევრები უკვე ვეღარსად გადაადგილდებიან - მათ უნდა ესმოდეთ, რომ მოდის დამატებითი სანქციები და ისინი უარყოფილი იქნებიან, არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ

ისინი უკვე ვეღარსად გადაადგილდებიან. მათ უნდა ესმოდეთ, რომ მათ მიმართ მოდის დამატებითი ეკონომიკური, ფინანსური სანქციები და ისინი უარყოფილი იქნებიან, არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია ჩეხეთის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენლის მიმართ სანქციების დაწესებას.

გეგელიას მოლოდინი აქვს, რომ ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციები გაგრძელდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციები გრძელდება. ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ უკვე ინდივიდუალური სანქციების რეჟიმს შეუერთდა ჩეხეთის რესპუბლიკა. ჩვენ ველით, რომ კიდევ სხვა სახელმწიფოები შეუერთდებიან ძალიან მალე იმავე და განსხვავებული ტიპის სანქციებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ცივილიზებული მსოფლიო არ აპირებს შეეგუოს ნაცრისფერ, ჰიბრიდულ, თვითმარქვია რეჟიმს, რომელმაც უარყო ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებები, რომელმაც მიიტაცა ჩვენი სახელმწიფო, არჩევნები და გამოუცხადა ასეთი ტერორისტული ომი საკუთარ მოქალაქეებს.

მათ ცივილიზებული მსოფლიო არ შეეგუება, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები არ შევეგუებით, ამიტომ მათი დღეები დათვლილია. ისინი უკვე ვეღარსად გადაადგილდებიან, მათ უნდა ესმოდეთ, რომ მათ მიმართ მოდის დამატებითი ეკონომიკური, ფინანსური სანქციები და ისინი უარყოფილი იქნებიან, არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა. როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სანქციების მიზეზი გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების ჩახშობაზე მათი პასუხისმგებლობაა.

„მიზეზი გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაზე მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა. არ გვინდიხართ ჩეხეთში“, - წერს ლიპავსკი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო