თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანტოლი გიგაურის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანტოლი გიგაურის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

პროკურორ თამარ იაკობიძის განმარტებით, გიგაურისთვის წარდგენილი ბრალდება დადასტურდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, მოწმეთა ჩვენებებით და ვიდეო ჩანაწერებით.

მისივე განმარტებით, ასევე წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებებიც.

დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და პოლიციელი, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, რეალურად მოძალადეა, მან სახეში გიგაურს მუშტი ჩაარტყა, რის შემდეგაც იმოქმედა ბრალდებულმა.

„ვადასტურებ, რომ ეს პიროვნება მე ვარ, არ ვადასტურებ, რომ იქ ხელის კვრის გარდა, რამე ქმედება განვახორციელე. მინდა მოძალადე დაისაჯოს, ასევე მათი მფარველებიც დაისაჯონ. ასევე, ვითხოვ სამართლიან სასამართლოს“, - განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება