სალომე ზურაბიშვილი ერევანში მთავრობის ვიზიტზე - საქართველოსა და სომხეთს შორის ჭეშმარიტ პარტნიორობას ევროპულ გზაზე ხელჩაკიდებული სვლა წარმოადგენს

საქართველოსა და სომხეთს შორის ჭეშმარიტ პარტნიორობას ევროპულ გზაზე ხელჩაკიდებული სვლა წარმოადგენს, - ასე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.

„საქართველოსა და სომხეთს შორის ჭეშმარიტ პარტნიორობას ჩვენს ევროპულ გზაზე ხელჩაკიდებული გავლა წარმოადგენს. ეს ჩვენი საერთო, უალტერნატივო სტრატეგიაა, რათა ორივე ქვეყნისთვის მშვიდობას, დემოკრატიას და კეთილდღეობას მივაღწიოთ!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ვიზიტით სომხეთს ეწვევა. სომხეთში უკვე იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს