პატიმარ დავით ლომიძის შვილის განცხადებით, მამამისი ორი კვირაა ნაცემია და ის სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ

დაკავებული დავით ლომიძის შვილის, ბიჭია ლომიძის განცხადებით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცემის გამო დამძიმდა.

როგორც ბიჭია ლომიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით ლომიძე 2 კვირაა საწოლს არის მიჯაჭვული და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება სჭირდება.

„მამაჩემი 1-ელ დეკემბერს დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ცემიდან გამომდინარე მძიმედ არის, საწოლიდან ფიზიკურად ვერ დგება. ჩვენ რა ინფორმაციაც მოგაწოდეს, იქაური ექიმი დახმარებას უწევს. გარკვეული მედიკამენტები დანიშნული ჰქონდა, მაგრამ ამან კი არ გააუმჯობესა, პირიქით, დაამძიმა. სჭირდება გადაყვანა, შესაბამისი გამოკვლევის ჩატარება. მივმართეთ სახალხო დამცველს. ძალიან დაგვიანებული რეაგირება იყო, მაგრამ რეაგირებასაც ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ჩემი ზარიდან 5-6 დღის შემდეგ შევიდა [სახალხო დამცველის რწმუნებული]. „ცხელ ხაზზე“ დავრეკე და ასე მქონდა სახალხო დამცველთან კონტაქტი. ვიცი, რომ ფიზიკურად მოინახულეს. ფაქტობრივად, არაფერს გვეუბნებიან. ექიმი ამბობს, თუ საჭირო გახდა გადავიყვანთო, მაგრამ 2 კვირაა ფიზიკურად გადაადგილება არ შეუძლია და საწოლს არის მიჯაჭვული. მანამდე, ცემიდან გამომდინარე პრობლემები ჰქონდა. 2-ჯერ ჩაუტარდა სასამართლო, გადაუდეს. მომდევნო პროცესი 4 თებერვალს გაიმართება. სასამართლოზეც ძლივს მოდიოდა კოჭლობდა, გადაადგილება უჭირდა“,-განაცხადა ბიჭია ლომიძემ.

ინფორმაციისთვის, პატიმრების ოჯახის წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩს ხვდებიან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება