ნინო ზაუტაშვილი - „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ვითხოვთ ცალკე შეხვედრას და ეთერების დაწყებას, რომელიც  საზოგადოების ყველა ფენას მოემსახურება - მაუწყებელს მოუწევს ხალხის ხმა გაიგოს

ახლა ვინც არ უნდა გვიპასუხოს და სიტყვების კორიანტელი დააყენოს, რომ ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი კარგად რომ იყოს, ამდენი ადამიანი ქუჩაში არ იქნებოდა. ამიტომ ეს ხმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაიგოს, მას მოუწევს ამ ხმის გაგება, როგორც შიგნით, ასევე გარედან, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ბორდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების. საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ეგულებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დრო თავისი აზრის დასაფიქსირებლად, თავისი მოსაზრების გამოსახატად, თავისი პრობლემის მოსატანად და საჩვენებლად საზოგადოებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, რომელმაც ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა პრობლემა უნდა გადაჭრას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ვითხოვთ ცალკე შეხვედრას და ჩვენი ეთერების დაწყებას, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ყველა ფენას.

მთავარი არის სიმართლე, სადაც არის სიმართლე, საბოლოოდ, ის გაიმარჯვებს. ეს არის გარდაუვალი ამბავი. ასე რომ, ვინც არ უნდა გვიპასუხოს ახლა და სიტყვების კორიანტელი დააყენოს, რომ ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი კარგად რომ იყოს, ამდენი ადამიანი ქუჩაში არ იქნებოდა. ამიტომ ეს ხმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გაიგოს, მას მოუწევს ამ ხმის გაგება, როგორც შიგნით, ასევე გარედან“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს