გიგა ლემონჯავას ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრების შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთანაც იგეგმება

ჩვენ ტექნიკურად ვეხმარებით პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, რომ მათ ხმა მიაწვდინონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ასეთი შეხვედრები კიდევ იქნება სანამ ეს ადამიანები არ გათავისუფლდებიან უკანონო, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობიდან, - ამის შესახებ პარტია „დროას“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ ევროკავშირის ელჩისა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრების შეხვედრასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი შეხვედრები კიდევ იქნება სანამ აქციაზე დაკავებული ადამიანები არ გათავისუფლდებიან „უკანონო, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობიდან.“

„ეს არის პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციასთან. ამ ტიპის შეხვედრები იგეგმება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ წარმომადგენლებთან, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში, ასევე კონკრეტული სახელმწიფოს წარმომადგენლებთან - საელჩოებთან. ეს იმიტომ, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა იცოდნენ ამ ადამიანების ისტორიები. ეს ადამიანები, სინამდვილეში, ისჯებიან ამ ქვეყნის ევროპული მომავლის ერთგულების გამო. ეს არის ერთადერთი რამე, რასაც ედავება საქართველოს რუსული, ე.წ ხელისუფლება ამ ადამიანების ოჯახის წევრებს. ამიტომ, ჩვენ ვეხმარებით ტექნიკურად პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, რომ მათ ხმა მიაწვდინონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ასეთი შეხვედრები კიდევ იქნება სანამ ეს ადამიანები არ გათავისუფლდებიან უკანონო, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობიდან. იქამდე, ბუნებრივია, არც პროტესტი შეწყდება, გაგრძელდება მუშაობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ გააძლიერონ ზეწოლა რუსულ ხელისუფლებაზე. ბუნებრივია, ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ერთი მხრივ, ამ ხალხის გათავისუფლებით და მეორე მხრივ, საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვებით“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებს ხვდება.

შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში