გიორგი ბუტიკაშვილი - პირდაპირი კომუნიკაცია ყოველთვის საჭიროა, რათა ელჩმა პირადად მოისმინოს საშინელი ისტორიები, რაც პოლიტპატიმრების ოჯახებს შეემთხვათ

პირდაპირი კომუნიკაცია ყოველთვის საჭიროა, რათა ელჩმა პირადად მოისმინოს ის ამბები და საშინელი ისტორიები, რაც ამ ადამიანების ოჯახებს შეემთხვათ , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებისა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის წინ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულებისა და მათი ოჯახების წევრების ისტორიები დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა მომდევნო კვირასაც გაიმართება გაერთიანებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

„ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, პოლიტპატიმრების მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი ამბავი იცოდნენ დასავლელმა პარტნიორებმა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან, ასევე, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან, პირდაპირი კომუნიკაცია ყოველთვის საჭიროა, რათა ელჩმა პირადად მოისმინოს ის ამბები და საშინელი ისტორიები, რაც ამ ადამიანების ოჯახებს შეემთხვათ. ამასთან, პოლიტპატიმრების სიტუაცია, რომელიც უკიდურესად მძიმეა, მათ შორის, მზია ამაღლობელის შიმშილობა, რაზეც რეაგირება საერთოდ არ აქვს „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს. ამიტომ, ჩვენი სურვილიც იყო და მათი, ოჯახის წევრების თხოვნაც იყო, რომ შეხვედრა მომზადებულიყო. ჩვენ ამაში დავეხმარეთ. შეხვედრა მომდევნო კვირასაც იქნება უკვე გაერთიანებულ დიპლომატიურ კორპუსთან, იმავე შემადგენლობით“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ხვდებიან. შეხვედრა დახურული ფორმატით მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი