ვაშინგტონის სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსის განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა

ამ ეტაპზე გვჯერა, რომ უბედური შემთხვევის შედეგად არავინ გადარჩენილა , - ამის შესახებ ვაშინგტონის სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსმა, ჯონ დონელიმ განაცხადა.

დონელის ცნობით, აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მაშველებმა მდინარე პოტომაკიდან 28 ცხედარი ამოიყვანეს.

„ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ სამაშველო ოპერაციიდან სამძებრო ოპერაციაზე გადავდივართ. ამ ეტაპზე გვჯერა, რომ უბედური შემთხვევის შედეგად არავინ გადარჩენილა“, - განაცხადა დონელიმ.

ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავიც და ვერტმფრენიც მდინარე პოტომაკში ჩავარდა.

ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის ცნობით, თვითმფრინავში 64 ადამიანი, ხოლო ვერტმფრენის ბორტზე სამი სამხედრო იმყოფებოდა.

რთული პირობების მიუხედავად, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება