ანონსი  31 იანვარი

31 იანვარს, 09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

31 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2024 წელი

მის: ც. დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

31 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO) პროექტის მენეჯერის, ვეტერინარ მიხეილ სოხაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევა - რა გზით შეიძლება, დაემართოს დაავადება ადამიანს. როგორ ავირიდოთ რისკები და როგორია უვნებლობის ნორმები - რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

31 იანვარს, 12:00 საათზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი ექიმები (მანანა ჯებაშვილი, გიორგი ჩახუნაშვილი, ვილი პაჭკორია) ბრიფინგს გამართავენ.

თემა: მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მის: შოთა რუსთაველის გამზ.21

31 იანვარს, 14:00 საათზე, "ძლიერი საქართველოს" ოფისში ფიქრია ჩიხრაძე და ვატო სურგულაძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: მზია ამაღლობელის შიმშილობის 20 დღე, რისკები და გამოწვევები, რომელიც ახლავს ინფორმაციის არქონას დაკავებულის ჯანმრთელობაზე.

31 იანვარს, 14:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი(C კორპუსი, V სართული)

31 იანვარს, 18:00 საათზე, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მეგობრები და მხარდაჭერების სოლიდარობის მიზნით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან შეიკრიბებიან.

მის: ბაქოს ქუჩა 4

31 იანვარს, 19:00 საათზე, რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართება ლოზუნგით -„თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს“. მოქალაქეები შეიკრიბებიან პირველი არხის შენობასთან, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მარჯანიშვილის მოედანთან, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს