ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ის მისიის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ სებ-ის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოში ინფლაცია თითქმის ორი წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალ დონეზე ნარჩუნდება. ნათია თურნავამ სსფ-ს წევრებს სებ-ის მაკროეკონომიკური პროგნოზები გააცნო და ასევე ფინანსური სტაბილურობის შესახებ ისაუბრა. მხარეებმა იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამ დრომდე სანქციების არიდების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტექნიკური დახმარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი, სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ