„ძლიერი საქართველოს“ ორგანიზებით მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს

მარჯანიშვილის მოედანზე "ძლიერი საქართველოს"ორგანიზებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მხარდასაჭერი მარში მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეები ლოზუნგით - “მზიასთვის!” მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველამდე მსვლელობით მიემართებიან.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე მე-19 დღეა შიმშილობს, არის კრიტიკული და საშიში.

შეკრებილების უმთავრესი მოთხოვნაა მზია ამაღლობელის და აქციების დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

“ჩვენ დღეს ვაწყობთ თავისუფალი მოქალაქეების მარშს, პოლიტპატიმრების მხარდაჭერის მიზნით, უპირველეს ყოვლისა მზია ამაღლობელის მხარდაჭერის მიზნით, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული და საშიში. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რადგან ისინი არიან რეჟიმის ტყვეები”, - განაცხადა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება