ბადრი ჯაფარიძე - ხელისუფლების მხრიდან მზია ამაღლობელზე არა ზრუნვას, არამედ ცინიკურ შენიშვნებს ვხედავთ - მისი  სიცოცხლე საფრთხეშია

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი მარშის მიზანია გადაარჩინონ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სიცოცხლე.

ჯაფარიძის თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, რასთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას ცინიკური დამოკიდებულება აქვს.

“ჩვენი დღევანდელი მარში ეძღვნება პოლიტპატიმრებს, მათი გათავისუფლებაა მთავარი მოთხოვნა. მარშის მონაწილეებს აქვთ იმ ადამიანების სახელი და გვარები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან სატუსაღოში. პატიმრობაში იმყოფებიან იმის გამო, რომ მათ სურთ თავისუფალი და ევროპული ქვეყანა. მშვიდობიანად იღებდნენ მონაწილეობას ამ მანიფესტაციებში, დღეს კი არიან სატუსაღოში, ამიტომ ეს პროტესტი არის მნიშვნელოვანი.

ძალიან საგანგაშოა მზია ამაღლობელის მდგომარეობა, რომელიც 19 დღეა შიმშილობს. მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან მზია ამაღლობელზე არა ზრუნვას, არამედ ცინიკურ შენიშვნებს. ეს ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანებს სხვა ადამიანის სიცოცხლე არაფრად მიაჩნიათ. ეს პროტესტი ეძღვნება იმას, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლე გადავარჩინოთ და პოლიტიკური პატიმრები დავიხსნათ სატუსაღოდან”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამ დროისთვის, "ძლიერი საქართველოს" ორგანიზებით მარში ლოზუნგით - “მზიასთვის!” მიმდინარეობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო