დონალდ ტრამპი - თუ BRICS-ის ქვეყნები უარს იტყვიან აშშ დოლარზე, 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და აშშ-ის შესანიშნავ ბაზართან დამშვიდობება მოუწევთ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი BRICS-ის ქვეყნებს 100 პროცენტიანი ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ ისინი უარს იტყვიან აშშ დოლარზე, როგორც საერთაშორისო გადახდის საშუალებაზე.

„იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები შეეცდებიან დოლარზე უარი თქვან სანამ ჩვენ განზე ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულდა. ვითხოვთ ამ ქვეყნებისგან ვალდებულებას, რომ არც BRICS-ის ახალი ვალუტა შექმნან და არც სხვა ვალუტით ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და უნდა ელოდონ, დაემშვიდობონ აშშ-ის შესანიშნავ ბაზარზე გაყიდვას“, - წერს ტრამპი საკუთარ ონლაინ-პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, არ არსებობს შანსი, რომ BRICS-მა ჩაანაცვლოს აშშ დოლარი საერთაშორისო ვაჭრობაში და რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეცდება, ამერიკას უნდა დაემშვიდობოს.

ცნობისთვის, BRICS ჯგუფში თავდაპირველად შედიოდა ხუთი ქვეყანა: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. 2024 წლის დასაწყისში მათ შეუერთდნენ ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გააკრიტიკა ამერიკული ვალუტის დომინირება და განაცხადა, რომ აპირებენ შექმნან დამოუკიდებელი გადახდის და ანგარიშსწორების სისტემა BRICS-ის ფარგლებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს