ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ხაფანგის დაგებას ცდილობს, ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის თავიანთი პირობები უნდა დააწესონ.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლიპავსკიმ Redaktionsnetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, რუსები ცდილობენ დასავლეთს თავს მოახვიონ აზრი, რომ უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურია.

„ჩვენ უნდა ვაიძულოთ პუტინი, მიიღოს ზელენსკი მოლაპარაკებებზე სუვერენული ერის პრეზიდენტად. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი პირობა მოლაპარაკებებისთვის. პუტინი, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და ზოგიერთი პროპაგანდისტი აცხადებენ, რომ არ სურთ უკრაინასთან მოლაპარაკება. ისინი საუბრობენ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ან ამერიკის პრეზიდენტთან, მაგრამ არა უკრაინელებთან“, - განაცხადა ლიპავსკიმ.

მისი თქმით, ეს არის ხაფანგი, რომლის დაგებასაც რუსეთი ოპონენტებისთვის ცდილობს.

„მათ სურთ, გვჯეროდეს, რომ უკრაინის მთავრობას არ შეუძლია მოლაპარაკება. ჩვენ ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება