კახა ოქრიაშვილი - მივმართავ დე-ფაქტო ხელისუფლებას - ვერ დარწმუნდით, რომ ნაღდი ქართველები ქვეყანას მანდატებზე არ ყიდიან?

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„თებერვალიც დადგა და რეგლამენტის თანახმად, ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა თებერვლის პირველივე კვირაში საგაზაფხულო სესია უნდა ჩანიშნოს. მან ვერ მოიპოვა აღიარება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, დემოკრატიულმა სამყარომ არჩევნები არ სცნო დემოკრატიულად, ე.ი. პარლამენტი და ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური.

მივმართავ დე-ფაქტო ხელისუფლებას - ნუ წელავთ ჩვენი მანდატების გაუქმების მოთხოვნის შესრულებას! ვერ დარწმუნდით, რომ ნაღდი ქართველები მანდატებზე ქვეყანას არ ყიდიან? არავინ არის შემომსვლელი მაგ არალეგიტიმურ პარლამენტში, ამიტომ პირველივე ე.წ. სესიაზე ფორმალურადაც შეგვიჩერეთ მანდატი, რადგან თავს ისედაც არ ვთვლით მაგ არალეგიტიმური პარლამენტის წევრებად!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება