ირაკლი კობახიძე - ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ სერბეთში EMAAR-ის პროექტის მიმართ, ახლა ამ კორპუსებში ბინებს ყიდულობენ - მგონი, ასე მოხდება ჩვენთანაც - არაბ პარტნიორებს ეცინებათ ამაზე

ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ სერბეთში EMAAR-ის პროექტის მიმართ, ახლა ამ კორპუსებში ბინებს ყიდულობენ. მგონი, ასე მოხდება ჩვენთანაც - იქაც და აქაც რადიკალებს ერთი და იგივე პატრონი ჰყავთ და ერთადერთი ამოცანაა, ქვეყნის განვითარებისთვის რაიმე დაბრკოლება შექმნან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა ოპოზიციონერების კრიტიკას არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, EMAAR ჯგუფის მიერ დაგეგმილ ინვესტიციაზე.

კობახიძის თქმით, „რადიკალურმა ოპოზიციამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს“.

„ჩვენს არაბ პარტნიორებს ეცინებათ ამაზე. გაიხსენეს სერბეთის მაგალითი, სერბეთშიც დაიწყეს მსგავსი პროექტები დაახლოებით 6-7 წლის წინ. ეს პროექტი სრულად განხორციელდა. როდესაც ეს პროექტი დაიწყო ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა იქაური ოპოზიციის მხრიდან. რატომ არის ეს მსგავსება - იქაც და აქაც რადიკალებს ერთი და იგივე პატრონი ჰყავთ და მათი ერთადერთი ამოცანაა, შექმნან ნიჰილიზმი, რაიმე დაბრკოლება ქვეყნის განვითარებისთვის, თუმცა ამას, ბუნებრივია ვერ მიაღწევენ. საინტერესო დეტალი, რაც გვითხრეს: ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ სერბეთში პროექტის მიმართ, ახლა ყიდულობენ ბინებს EMAAR -ის მიერ აშენებულ კორპუსებში. მგონი, ასე მოხდება ჩვენთანაც, ეს არის რეალობა, რასაც რადიკალურმა ოპოზიციამ თვალი უნდა გაუსწოროს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ზოგადად, აღნიშნულ ინვესტიციას, კობახიძის თქმით, ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მსხვილი ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„წარმოდგენა რომ შევიქმნათ, ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი და ეს ინვესტიცია უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება. განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ორ ლოკაციაზე, რაც ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი სივრცეების შექმნას, ასევე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის არის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, სამედიცინო და სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რაც განხორციელდება თბილისში და გონიოში და ჩვენ ველოდებით ამ პროექტის დაწყებას. ერთი საინტერესო რამ არის - როდესაც EMAAR-ჯგუფი ხელს ჰკიდებს ხოლმე რაიმე პროექტს, აუცილებლად მიჰყავს ბოლომდე ყველა დაწყებული საქმე სათანადო ვადებში და სათანადო ხარისხით. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ძალიან საიმედო ხელშია და ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების იმისთვის, რომ მათ გამოხატეს ასეთი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენს ქვეყანაში ასეთ უმნიშვნელოვანეს პროექტს განახორციელებენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს