„ჰამასმა“ ისრაელს სამი მძევლის სია გადასცა, რომელსაც ხვალ გაათავისუფლებს

დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელს იმ სამი მძევლის სია გადასცა, რომლის გათავისუფლება ხვალ იგეგმება, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ სიას მას შემდეგ გაასაჯაროებენ, რაც ოჯახებს ინფორმაციას მიაწვდიან.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის წარმომადგენელმა, აბუ ობეიდამ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ ხვალ ოფერ კალდერონის, კიტ სიგელისა და იარდენ ბიბასის გათავისუფლება იგეგმება.

ცნობისთვის, 19 იანვრიდან, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, „ჰამასმა“ ისრაელს 15 მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა ციხეებიდან ასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს