პროკურორი განმარტავს, რატომ მოითხოვა საგამოძიებო უწყებამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობის დამატებით, ისევ 3 თვით ვადის გაგრძელება

პროკურორი ნანიკო ზაზუნაშვილი განმარტავს, თუ რატომ დააყენა საგამოძიებო უწყებამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობის დამატებით, ისევ 3 თვით ვადის გაგრძელების შუამდგომლობა.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით იუსტიციის მინისტრის მიერ მიიღება.

„დღევანდელი ჩვენი შუამდგომლობით მოთხოვნილი იყო საექსტრადიციო პატიმრობის ვადის 3 თვით გაგრძელება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ყველა პროცედურა ამოწურული არ არის, რაც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. კერძოდ, ამ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დასაშვებად არის ცნობილი აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით იუსტიციის მინისტრის მიერ მიიღება. ამჟამად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გარდა ამისა, ვინაიდან ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიებაა გამოყენებული, შესაბამის ვადამდე პირის ექსტრადიცია შესაძლებელი არ არის.

3 მაისს ამოიწურება 9 თვიანი საპატიმრო ვადა, თუ მანამდე არ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების - დადებითის, ან უარყოფითის მიღება, პირი ან უნდა გათავისუფლდეს, ან შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება. ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება აღკვეთ ღონისძიებასთან მიბმული არ არის, შესაძლებელია პირის მიმართ სხვა ალტერნატიული ღონისძიება იყოს გამოყენებული და შემდეგ მოხდეს ექსტრადიციაზე გადაწყვეტილების მიღება. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ვადაში შეზღუდული არ არის“, - განაცხადა ზაზუნაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო