გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი - ბრალდების მხარის მოწმის განმარტება წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერ შედგენილ და ხელმოწერილ დოკუმენტებთან

ბრალდების მხრიდან დღეს დაკითხული მოწმის განმარტება ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერ შედგენილ და ხელმოწერილ დოკუმენტებთან, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბაჩიაშვილის პარტნიორის, იოსებ ბოლქვაძის მიერ მიცემული ჩვენება შეაფასა.

მისივე თქმით, ყველა მნიშვნელოვანი ქმედება, რომელიც უნდა შეფასდეს, მათ შორის როგორც დანაშაულად, ასახულია დოკუმენტებზე.

„დღევანდელ სხდომაზე დაკითხული მოწმეების მიერ მიცემული განმარტებები იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პრაქტიკულად, ბრალდების ყველა კომპონენტს ადასტურებდა. ასევე მათ შორის, დაიკითხა პირი, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენდა ბრალდებულის ნდობით აღჭურვილ პირს. მის მიერ მიცემული განმარტებები იყო ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო იყო იმ კონტექსტში, რომ მისი ყველა განმარტება ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერ შედგენილ დოკუმენტებთან და ხელმოწერილ დოკუმენტებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ამ სისხლის სამართლის საქმის პერსპექტივიდან, როცა ამას სასამართლო შეაფასებს. ბრალდება ბრალდებულს ედავება აქტივების მითვისებას და შემდეგ მის ლეგალიზაციას, რა ურთიერთობაშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტებს. თუ ამ დოკუმენტებში არსებობს ძალიან დიდი მანიპულაციები, ხელმომწერი პირები ამბობენ, რომ არ იციან ეს ვინ შეადგინა, საბოლოოდ ადასტურებს მინიმუმ ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, ბრალდებულის მიერ ოფიციალურ სამართლებრივ ურთიერთობებში გაჟღერებული პოზიციები არ არის სწორი. ყველა მნიშვნელოვანი ქმედება, რომელიც უნდა შეფასდეს, მათ შორის როგორც დანაშაულად, ასახულია დოკუმენტზე. ეს დოკუმენტები პირდაპირ უკავშირდება ბრალდებულს.

ძალიან ბევრი დოკუმენტი იყო წარმოდგენილი. მოწმემ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მასზე იყო დოკუმენტები გაცემული, ის უბრალოდ დოკუმენტს ხელს აწერდა და კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი კი იყო გიორგი ბაჩიაშვილი. მაშინ როცა ოფიციალურ ურთიერთობებში, თავად მოწმე აცხადებს, რომ მე ვარ ამ კომპანიის ბენეფიციარი. შესაბამისად, დოკუმენტებზე ეწერა სხვა, სასამართლოში აცხადებს სხვას. ამ კონტექსტში ვამბობ, რომ არის დიდი წინააღმდეგობა არსებით გარემოებებთან და ელემენტარულ საკითხებთან მიმართებით“,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის