„ჯივიპი“ ნაძალადევის რაიონში ლიახვის ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების ქსელებს  აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში ლიახვის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 1.2 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახლად მოწყობილ წყალმომარაგების სისტემაზე 4 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 2 სახანძრო ჰიდრანტი და 14 წყალარინების ჭა დამონტაჟდება.

„სარეაბილიტაციო პროექტი 2024 წლის ნოემბრის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება, რაშიც კომპანია ჯამში 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

პროექტის შედეგად, ნაძალადევის რაიონში ლიახვის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება