პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს გაიხსნება

მომავალ კვირას - 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება.

საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. ამ დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა იმართება.

XI მოწვევის პარლამენტი “ქართული ოცნების“ 81 წევრით არის წარმოდგენილი და ამავე პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით, “ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი “ხალხის ძალა“ საქმიანობს.

ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებები კი, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად და არალეგიტიმურად აცხადებენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას არ აპირებენ. სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - "კოალიცია ცვლილებებისთვის", “ძლიერმა საქართველომ“ და “ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით გასული წლის ნოემბერში მიმართეს, თუმცა უმრავლესობას საკითხი ამ დრომდე არ განუხილავს.

ამასთან, “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საგაზაფხილო სესიის გახსნისთანავე პარლამენტის დღის წესრიგში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება, რომლის მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიება იქნება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება