ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ თუ რუსული გაზის ტრანზიტი არ განახლდება, უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას ვეტოს დაადებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება თუ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი არ განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთს რუსული გაზი თურქეთის გავლით გაზსადენი “თურქული ნაკადით” მიეწოდება, ორბანი იმეორებს, რომ უკრაინის გავლით მარშრუტი მნიშვნელოვანია ბუდაპეშტისთვის.

31 იანვარს ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება შეაჩეროს ცენტრალურ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი და ამის შედეგად გაზრდილი ენერგეტიკის ფასები “მიუღებელია”. მისი თქმით, თუ რუსული გაზის ტრანზიტი არ განახლდება, უნგრეთი ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ გახანგრძლივებას, რაც დაახლოებით 6 თვეში მოხდება.

“სხვა ყველაფერთან ერთად, ევროკომისიამ პირობა დადო, რომ მოაგვარებდა, რომ უკრაინელები გააგრძელებდნენ რუსული გაზის ტრანზიტსა. თუ ევროკომისია არ შეასრულებს იმას, რაზეც შევთანხმდით, მაშინ სანქციები არ გაგრძელდება,” - განაცხადა ორბანმა.

ცნობისთვის, 27 იანვარს ევროკავშირმა გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ფართო სპექტრის სანქციები და გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგნენ არც ორბანი, არც ფიცო.

შეგახსენებთ, რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი 2025 წლის 1 იანვარს შეწყდა, მაშ შემდეგ რაც უკრაინამ შეთანხმების განახლებაზე უარი განაცხადა. მას შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ევროკავშირისგან ჩარევას მოითხოვენ, რათა რუსული გაზის ტრანზიტი განახლდეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება