ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს - შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ასევე ჩხრეკენ დათო ფუთურიძის სახლსაც.

ნიკოლოზ ლაცაბიძის მამა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.

„აქციებზე დადის და იმიტომ ისჯება, მე ასე მგონია“, - განაცხადა ნიკოლოზ ლაცაბიძის მამამ.

როგორც შსს-ს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქმეზე გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირები დაადგინა და მათ მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.

ასევე, არსებული ინფორმაციით, გამოძიება უკავშირდება თბილისის რამდენიმე ადგილზე, მათ შორის მეტროსადგურებში გამოჩენილ წარწერებს - „მოკალი ქოცი“.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ნიკოლოზ ლაცაბიძე და დათო ფუთურიძე ამ დროისთვის, დაკავებულები არ არიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს