უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ მის სტრუქტურაში დანაყოფი სახელწოდებით „ქართული ეროვნული ლეგიონი“, არ არსებობს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში დანაყოფი, სახელწოდებით „ქართული ეროვნული ლეგიონი“, არ არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოფიციალურად იუწყება, რომ მის სტრუქტურაში დანაყოფი, სახელწოდებით „ქართული ეროვნული ლეგიონი“, არ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას გამოეხმაურა.

რობერტ ფიცომ „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები სლოვაკეთში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობაში დაადანაშაულა. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში შესვლა აუკრძალა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში აქციების ორგანიზების უკან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, „ქართული ეროვნული ლეგიონი“ დგას. ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია“, - განაცხადა ფიცომ.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს უკრაინის დაზვერვასთან კავშირი არ აქვს.

„აღნიშნულმა პირმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს საერთაშორისო ლეგიონთან კონტრაქტი 2023 წლის აპრილში შეწყვიტა და არ გაუხანგრძლივებია“, - აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს