გურამ იმნაძე - სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები და ასეთი ობიექტების ბლოკირება სისხლის სამართლის წესით დაისჯება - ცვლილებები აჩვენებს, რომ მთავრობას პროტესტის ეშინია

სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები და ასეთი ობიექტების ბლოკირება უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება - ცვლილებები აჩვენებს, რომ მთავრობას პროტესტის ეშინია,- ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი, გურამ იმნაძე „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, მთავრობა მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ცვლილებები შეიტანა მთავრობის დადგენილებაში და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. შესაბამისად, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება ასეთი ობიექტების ბლოკირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება.

უფლებადამცველებმა ისედაც ვიცოდით, რომ მთავრობა ამ ცვლილებებს აუცილებლად შეიტანდა დადგენილებაში. მეტიც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ზრახვების ფონზე, გასაკვირიც კია, რომ აქამდე არ იყო ეს ქმედება კრიმინალიზებული.

ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს: ა) მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს; ბ) პროტესტს ჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა.

ავტორიტარი ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ“, - წერს იმნაძე.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ხვალ პროტესტის ნიშნად მაგისტრალების გადაკეტვას გეგმავენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო