ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებზე - მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.

„თითოეული მსგავსი ტერორისტული აქტი ადასტურებს, რომ ჩვენ რუსული ტერორისგან თავის დასაცავად მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. ყოველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ყოველი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იმოქმედონ, შეთანხმებები შეასრულონ და რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების იერიშების შედეგად, პოლტავაში სამი ადამიანი, ხარკოვში ერთი და სუმის ოლქში ორი ადამიანი დაიღუპა.

„ღამით რუსეთმა ჩვენს ქალაქებზე სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით, მათ შორის, რაკეტებით, დრონებით, საავიაციო ბომბებით, მორიგი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის