ირაკლი ზარქუა - ჯო უილსონი თურმე „ტვიტერის“ ერთ „მესიჯში“ 1000 დოლარს იღებს, ეს იაფფასიანი - გვაქვს მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს, ეს „დიფ სთეითი“ დაამარცხოს - ამის გვჯერა, გვწამს

ბევრი ჯო უილსონისნაირი, ვინც ფინანსდება და ათქმევინებენ იმას, რაც უნდათ, ეს ხომ ნანახი გვაქვს?! მეტიც, ეს ხომ გამოაშკარავებულია - ჯო უილსონი თურმე „ტვიტერის“ ერთ „მესიჯში“ 1000 დოლარს იღებს. ეს იაფფასიანი ეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას შესაძლო სანქციებისა და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, კონგრესმენ ჯო უილსონისა და ბრიტანელი დეპუტატის, ჯეიმს მაკკლირის მოთხოვნას.

როგორც ზარქუა ამბობს, არ აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას მიიღებს და გაიზიარებს მთელი პალატა, მაგრამ „გლობალური ომის პარტია“ ტყუილი რომ არ ყოფილა, აგერ აღმოჩნდა. ამერიკის პრეზიდენტი, „დიფ სთეითს“, ანუ „გლობალური ომის პარტია“ რაც არის, იმავეს ახსენებს. ე.ი. მართლები ვყოფილვართ, საცეცები აქვთ მთელ მსოფლიოში. აბა, გგონიათ, ისლანდიის ვიღაც ჩინოვნიკმა, რომელმაც შესაძლოა, რუკაზეც ვერ მოძებნოს საქართველო, დაინტერესდა, წაიკითხა, დემოკრატია ცუდად არის იქო?! არა - ჩაუგდეს „მესიჯი“ ისევე როგორც დანარჩენ სახელმწიფოებს, ჩინოვნიკებს ასევე ვიღაც-ვიღაც ლიდერებს და საქართველოს წინააღმდეგ იყო შეტევა. ვერ გაითავისეს ამხელა წინააღმდეგობას როგორ უწევს საქართველო, ეს პატარა ქვეყანა. სალომე - “მადამ მავნებელი” ვინცაა, ჩავიდა და ამერიკელებს და ევროპელებს მიმართა 3.7 მილიონიანი ქვეყანა როგორ ვერ დაიმორჩილეთო. აი, რასთან გვაქვს საქმე. ბევრი უილსონი იქნება, ჯო უილსონისნაირი, ვინც ფინანსდებიან და ათქმევინებ იმას, რაც უნდათ. ეს ხომ ნანახი გვაქვს?! მეტიც, ეს ხომ გამოაშკარავებულია. მათ შორისაა ამერიკული კანონი „ფარა“. საიდან გავიგეთ ჩვენ, რომ ჯო უილსონი თურმე „ტვიტერის“ ერთ „მესიჯში“ 1000 დოლარს იღებს - ეს იაფფასიანი ეს. ბევრი შეტევა იქნება ჩვენს ქვეყანაზე. ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. გვაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს, ეს „დიფ სთეითი“ დაამარცხოს და დალაგდება ყველაფერი. ამის გვჯერა, გვწამს და წარმატებებს ვუსურვებთ“,- განაცხადა ზარქუამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის