მამუკა ხაზარაძე - თავისუფალი ადამიანების „ჩეკისტური“ დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს! - მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება!

თავისუფალი ადამიანების „ჩეკისტური“ დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს! - მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს, რითაც პოლიციის მიერ სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „რეჟიმის გასამართლების დრო მალე დადგება“.

„ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია! რუსული და ბელარუსული სცენარი - თავისუფალი ადამიანების "ჩეკისტური" დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს!

ქართველი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის ვერ გააჩერებს და ვერ დაიმორჩილებს!

მალე დადგება ამ რეჟიმის გასამართლების დრო - რეჟიმის, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს, ქვეყანა მოაქცია სრულ იზოლაციაში, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.

ბრძოლა იქნება ბოლომდე! ყველა, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს სჩადის, უმკაცრესი პასუხი მოეთხოვება!

მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება! სიმტკიცით და ერთობით გავიმარჯვებთ! - წერს მამუკა ხაზარაძე “ფეისბუქზე“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი