თამთა მიქელაძე - აბსურდი! ტერორი! არაადამიანობა! - ჩხრეკის შედეგად წაღებულია დროშები, პლედები, პროტესტის ბრენდირებული ნივთები, კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები

აბსურდი! ტერორი! არაადამიანობა! - ასე აფასებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, იურისტი თამთა მიქელაძე სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას.

მიქელაძის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტების საცხოვრებელ სახლში მიმდინარე ჩხრეკის დროს, სამართალდამცველებმა დროშები, პლედები, პროტესტის ბრენდირებული ნივთები, კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები წაიღეს.

„ნენსი ვოლანდი მას შემდეგ გახდა ცუდად, რაც პოლიციამ კედელთან მიიმწყვდია და დაკითხვაზე გაყოლა მოსთხოვა. „ან შენით წამოხვალო, ან უშნო რაღაცების გაკეთება მოგვიწევსო“.

„ისაკო დევიძის სახლის ჩხრეკის შემდეგ ოჯახი დედის ოპერაციისთვის სესხად აღებულ 2000 ლარს ვეღარ პოულობს“.

„ჩხრეკაა, ზუსტად იგივე საქმეა, თუმცა ხელახლა დაიწყეს ეს საქმე, როგორც ჩანს. ზუსტად იგივე გააკეთეს, ისევ ჩხრეკაა, ოღონდ ახლა გადავყავარ განყოფილებაში“, - აცხადებს ილია ღლონტი.

ჩხრეკის შედეგად წაღებულია დროშები, პლედები, პროტესტის ბრენდირებული ნივთები, კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები.

აბსურდი!

ტერორი!

არაადამიანობა!“- წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება