ნანკა კალატოზიშვილი - ხელისუფლებას აწყობს ღარიბი ხალხი, ამას ერთი მიზეზი აქვს მორჩილება და მართვა

ხელისუფლებას აწყობს ღარიბი ხალხი, ამას ერთი მიზეზი აქვს მორჩილება და მართვა, - ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა ბათუმში საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ხალხის დაპირისპირება სურს.

„ხელისუფლებას აწყობს ღარიბი ხალხი, ამას ერთი მიზეზი აქვს მორჩილება და მართვა, რომელმაც შეიძლება თავის ხმა გაყიდოს 100 ლარად, ფუჭი დაპირებით და მოსყიდვით იმარჯვებენ. ჩვენივე ბიუჯეტიდან ამუშავებენ ტროლ-ბოტების ქარხნებს. რაღაცნაირად უნდათ, რომ დაგვაპირისპირონ ერთმანეთს. კითხვები გვაქვს დასასმელი, რატომ უზრდიან პენსიონერს 35 ლარით პენსიას და პრემიერ-მინისტრი კი 14 ათასი ლარით იზრდის ხელფასს?! პოლიტიკოსობა პრივილეგია არ არის, იგი პასუხისმგებლობაა. ეს ქვეყანა ჩვენია. სოლიდარობითა და ერთობით აუცილებლად გადავცურავთ ზღვას”, - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს