გიორგი ვაშაძე - სამოქალაქო აქტივისტებთან სახლში შევარდნა მთლად გააზრებული ქმედება არ იყო - ჰგონიათ, რადგან დაშინებამ რუსეთში იმუშავა, აქაც იმუშავებს - „პირველი მერცხალი“, ვინც „ოცნებას“ განუდგება, მაღალი რანგის პირები იქნებიან

მათი მხრიდან მთლად გააზრებული ქმედება არ იყო - სამოქალაქო აქტივისტებთან სახლში შევარდნას ვგულისხმობ. რუსული სისტემაა ასეთი, რომ ჰგონიათ, დაშინებამ რუსეთში რომ იმუშავა, აქაც იმუშავებს, - ამის შესახებ „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, სისტემა ყოველდღიურად უფრო და უფრო სუსტდება და „პირველი მერცხალი“, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და მის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გაუდგება, მაღალი რანგის პირები იქნებიან, რათა საერთაშორისო პასუხისმგებლობას თავი აარიდონ.

„დღითიდღე ეს სისტემა სუსტდება და დღეს კი მათი მხრიდან მთლად გააზრებული ქმედება არ იყო - სამოქალაქო აქტივისტებთან სახლში შევარდნას ვგულისხმობ. რუსული სისტემაა ასეთი, რომ ჰგონიათ დაშინებამ რუსეთში რომ იმუშავა, აქაც იმუშავებს. ამიტომ ხვალ, 4 საათზე, „თბილისი მოლთან“ ძალიან ბევრნი უნდა მივიდეთ და მძლავრი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ.

ევროსაბჭოს რეზოლუცია ფაქტობრივად საერთაშორისო ასპარეზზე გარღვევა იყო, სადაც ახალი არჩევნების პირდაპირი მოთხოვნაა. საჭიროა, ერთად ვიდგეთ, რომ აპრილამდე ახალი არჩევნები დაინიშნოს.

„ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ რუსული სახელმძღვანელოთი - თუ დააშინებ, უფრო იმუშავებს - ეს კი რუსულ საზოგადოებაზე მუშაობს და არა ქართულზე. კობახიძემ ეს უნდა იცოდეს და გაიაზროს.

„ქართულ ოცნებას“ სულ უფრო ნაკლები რესურსი აქვთ, რომ გაძლონ, მაინც ციხე შიგნიდან ტყდება და მგონია, რომ პირველი მერცხალი მაღალი რანგის პირები იქნებიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს გაემიჯნებიან",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია