ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტმა ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტმა ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო.

როგორც ტყეშელაძე აცხადებს, ისაკო დევიძეზე პოლიციამ რამდენჯერმე იძალადა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

„ისაკო დევიძე ქუჩაში დააკავეს. ჩასვეს მანქანაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა. უკვე იქ უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ და არ მისცეს უფლება, რომ ვინმესთან დაერეკა, წაართვეს ტელეფონი. მითხრა, რომ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ შეეცადა პოლიციელებისგან ცოტა გაწეულიყო, რომ რამე არ ჩაედოთ მისთვის. მაგრამ იქ დახვდა ვიღაც ადამიანი, რომელმაც დააკავა. როდესაც უთხრეს, სახლში წამოდიო, სადარბაზოში მასზე იძალადეს. ისაკო დევიძემ თვითონ გააღო კარი და სახლში შევიდნენ, დაიწყეს ჩხრეკა და ალბათ, რომ ვერაფერი იპოვეს, დაუწყეს გინება დედის მისამართით. როდესაც ისაკომ უთხრა, რატომ მაგინებთო, ამაზე - „რამდენს ლაპარაკობ ბიჭოო“ და მეორეჯერ განხორციელდა მასზე ფიზიკური ძალადობა. როგორც მითხრა სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული, აქედან გამომდინარე, მას სახეზე რაიმე დაზიანება არ ეტყობა, თუმცა, ის აღნიშნავს, რომ მასზე რამდენჯერმე იძალადეს. უსვამდნენ კითხვებს, ვინ არიან ხვალინდელი აქციების ორგანიზატორები, რა ტრენინგები გაიარეს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ისაკო დევიძემ დაიწყო შიმშილობა. ის ყველა პოლიტპატიმრის სოლიდარულია”, - განაცხადა ტყეშელაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება