ეზიდები ზამთრის მარხვის დასრულებას აღნიშნავენ

საქართველოში მცხოვრები ეზიდები ზამთრის ორმოცდღიანი მარხვის დასრულებას, ჩლე ზევესტანეს ზეიმობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარხვას ეზიდები ლოცვაში ატარებენ, რათა ღმერთი ადამიანებს ზამთრის ყველაზე მკაცრი დღეების გადატანაში დაეხმაროს და ისინი კეთილდღეობითა და მშვიდობით დაჯილდოვდნენ.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ეზიდ თემს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება