სახალხო დამცველის აპარატი „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს" წევრთა ნაწილის მიერ საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს“ წევრთა ნაწილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აპარატი საბჭოებში განვითარებულ შიდა პროცესებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

როგორც აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, არც „სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭო“ და არც „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო“ არ წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატთან სტრუქტურულად დაკავშირებულ სუბიექტებს და ორივე საბჭო არის დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი სუბიექტი.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს“ წევრთა ნაწილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ არც „სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭო" და არც „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო" არ წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატთან სტრუქტურულად დაკავშირებულ სუბიექტებს. ორივე საბჭო არის დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი სუბიექტი და მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატთან მრავალწლიანი თანამშრომლობისა, სახალხო დამცველი არასდროს ყოფილა ჩართული საბჭოების მიერ საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის განსაზღვრაში, განხორციელებულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას საბჭოებში განვითარებულ შიდა პროცესებზე“, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს