თეონა აქუბარდია - წინააღმდეგობა არ შეჩერდება, რაც არ უნდა საბჭოთა მეთოდები გამოიყენონ ხალხის წინააღმდეგ - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის შიშს, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩამოშლასთან

წინააღმდეგობა არ შეჩერდება, რაც არ უნდა საბჭოთა მეთოდები გამოიყენონ ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ დღეს დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან და აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-იოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის შიშს,რომელიც ძალიან ახლოს არის ჩამოშლასთან.

„რეჟიმი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობით ისე დაშინებულია, რომ ახლა უკვე თბილისის ქუჩებს არქმევენ მაგისტრალებს მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრალი აბსოლუტურად სხვა არის და სტრატეგიული ობიექტია. სახლში უვარდებიან ადამიანებს „ფეისბუქ“ პოსტის გამო, რომელიც აქციაზე ადამიანების შეკრებას ემსახურება. იმ პოსტში გადაკეტვაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის შიშს,რომელიც ძალიან ახლოს არის ჩამოშლასთან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ბოლშევიკურ მეთოდებს, რომელსაც ისინი საკუთარი ხალხის დასაშინებლად იყენებენ, რაც გუშინაც ძალიან მკაფიოდ ჩანდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინია უცილებლად დამთავრდებიან იმიტომ, რომ წინააღმდეგობა არ შეჩერდება, რაც არ უნდა საბჭოთა მეთოდები გამოიყენონ ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, გუშინ ბერმა მოქალაქემ ნახა „შეშინებული რეჟიმის სახე“ იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ძალიან ხმამაღლა იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ, დემოკრატიის და ევროპული მომავლის დასაცავად.

„ამ უკანონობას, დაკავებებს, ძალის გამოყენებას ძალიან მიეჩვია ივანიშვილის რეჟიმი. ეს აჩვენებს ერთადერთს - შიშს, სისუსტეს და რეჟიმის ჩამოშლასთან სიახლოვეს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს