ელენე ხოშტარია - გვყავს უზურპირებული ხელისუფლება და ოლიგარქი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ რუსული მოდელით, ადამიანების წამებაზე, ღირსების შელახვაზე, ღია აგრესიასა, კონსტიტუციის გაუქმებაზეა გადასული

ჩვენ გვყავს უზურპირებული ხელისუფლება და ოლიგარქი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ აბსოლუტურად რუსული მოდელით ადამიანების წამებაზე, ღირსების შელახვაზე, ღია აგრესიასა და ყველანაირი კონსტიტუციის გაუქმებაზე გადასული, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

მისი თქმით, მათი ვალია, რომ ადამიანის უფლებები დაიცვან, სხვა შემთხვევაში არ იქნება არც კონსტიტუცია, არც სამართალი და არც მშვიდობა.

„ჩვენ გვყავს უზურპირებული ხელისუფლება, ოლიგარგი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ აბსოლუტურად რუსული მოდელით არის ადამიანების წამებაზე, ღირსების შელახვაზე, ღია აგრესიასა და ყველანაირი კონსტიტუციის გაუქმებაზე გადასული. სწორედ იმიტომ, რომ მათ კონსტიტუცია გააუქმეს არჩევნებზე, ევროკავშირში არ წასვლით და დღეს იმ სტრატეგიული სისულელის გამოცხადებით, ჩვენი ვალია, რომ ადამიანის უფლებები დავიცვათ. სხვა შემთხვევაში არ იქნება არც კონსტიტუცია, არც სამართალი და არც მშვიდობა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა დღეს დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეების დაკავებებს, ხოშტარიამ განაცხადა:

„მე ველოდები ჩვენი კონსტიტუციური უფლების დაცვას და ეს კრიმინალები როგორ მოიქცევიან, არ ვიცი”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს