ხატია დეკანოიძე - არავის ეშინია გომელაურის და რეჟიმის - დამიჭირონ

მე არ მგონია, ვინმეს შეეშინდეს. ბოლო-ბოლო რა უნდა გიქნან იმაზე მეტი, რაც აქამდე არ უქნიათ?! დაგვიჭერენ? - დამიჭირონ, არ არის პრობლემა - მე გათვითცნობიერებული მაქვს, რას ვაკეთებ და ძალიან ბევრ ადამიანსაც, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

დეკანოიძის თქმით, თუ ადგილზე ბევრი ადამიანი შეიკრიბება, მაშინ ხელისუფლება ვერ გაბედავს, რომ ათასობით ადამიანი დააკავოს.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც არის „მაგნისკის სიაში“ შეყვანილი ორგანიზებული წამებისთვის და ძალადობისთვის, ამ ხალხს და მე არ უნდა მასწავლოს, რა უნდა გავაკეთოთ, არავის ეშინია გომელაურის და ზოგადად, რეჟიმის. მე უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს - წლების განმავლობაში გაცილებით უფრო მძიმე სტატუსებს ვწერ სოციალურ ქსელში, ვიდრე მაგალითად: „დაიტოვეს“ ჯგუფის წარმომადგენლები და რატომ ჩემთან არ მოდიან? - ანუ რაღაცა შიშის დათესვა უნდათ, ცდილობენ, რომ ადამიანები დააშინონ. ასე ვერ მოხდება, არავინ არ დაშინდება, მე არ მეშინია და ამ ხალხსაც არ ეშინია. ეს იქნება ის, რაც რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩვენს უკან არიან დაპატიმრებული ადამიანები. მზია ამაღლობელი 22-ე დღეა უკვე შიმშილობს. ასევე, ბათუმელი მედროშეც. ადამიანები არიან ციხეში და ყოველი დღე, როდესაც ჩვენ გავჩერდებით, ეს ადამიანები გვიყურებენ და ამაზე უნდა ვიფიქროთ. ამიტომ მე ნამდვილად არ მეშინია. ყველას მინდა ვუთხრა, რომ დასანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი თავისი დასანქცირებული თანამშრომლებით არავითარ შიშის საფუძველს არ წარმოადგენს, იმიტომ, რომ დღეს არიან და ხვალ აღარ იქნებიან.

მე არ მგონია, ვინმეს შეეშინდეს. ბოლო-ბოლო რა უნდა გიქნან იმაზე მეტი, რაც დავუშვათ აქამდე არ უქნიათ?! დაგვიჭერენ? - დამიჭირონ, არ არის პრობლემა. მე გათვითცნობიერებული მაქვს რას ვაკეთებ და ძალიან ბევრ ადამიანსაც. ამიტომ თუ ბევრი ვიქნებით, მერწმუნეთ, რომ არავითარი შიში არ იქნება და ხელისუფლება ვერ გაბედავს, რომ ათიათასობით, ათასობით ადამიანი დააკავოს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ