ანა ბუჩუკური - ხედავთ, ადამიანების მშვიდობიანი შეკრებაა - ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ როგორც შეგვიძლია მაქსიმალურად დავიცვათ ახალგაზრდები

ხედავთ, რომ ადამიანების მშვიდობიანი შეკრებაა - ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ როგორც შეგვიძლია მაქსიმალურად დავიცვათ ახალგაზრდები, განსაკუთრებით იმ არაადეკვატური სიგიჟის და ძალადობის ფონზე, რაც გუშინ ყველამ ვიხილეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „თბილისი მოლთან“ განაცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, „ეს ბრძოლა გრძელვადიანია და მათ გამარჯვების სჯერათ“.

„ხედავთ, რომ ადამიანების მშვიდობიანი შეკრებაა. მე პირადად და ჩემი პოლიტიკური გუნდი აქ ვდგავართ. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ როგორც შეგვიძლია მაქსიმალურად დავიცვათ ახალგაზრდები, განსაკუთრებით იმ არაადეკვატური სიგიჟის და ძალადობის ფონზე, რაც გუშინ ყველამ ვიხილეთ. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებს რომ ახალგაზრდები დავიცვათ“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები. სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს კორდონი გააკეთეს.

ასევე სამართალდამცველები, მათ შორის განსაკუთრებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან განლაგებული თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარედ, საიდანაც სტუდენტების მსვლელობა არის დაგეგმილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება