გიორგი ვაშაძე - შსს-ს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ ხალხი არ მოსულიყო, ხალხი აქ არის - ჩვენ ერთიანები ვართ და სამშობლოს ვიცავთ, რაც უფრო მეტია პროტესტი, მით უფრო სწრაფად დავასრულებთ რეჟიმს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ აქ ხალხი არ მოსულიყო - ხალხი აქ არის და კიდევ ბევრი მოდის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან.

მისი თქმით, „რაც უფრო მეტია პროტესტი და ერთიანობა მით უფრო სწრაფად დასრულდება რეჟიმი.“

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ აქ ხალხი არ მოსულიყო - ხალხი აქ არის და კიდევ ბევრი მოდის. მთავარია, რომ ჩვენ ერთიანები ვართ და ჩვენს სამშობლოს ვიცავთ. რაც უფრო მეტია პროტესტი და ერთიანობა, მით უფრო სწრაფად დავასრულებთ ამ რეჟიმს და ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა გააგრძელოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა დღევანდელ აქციაზე აქციის მონაწილეების დაკავებას, ვაშაძემ უპასუხა, რომ „რეჟიმისგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საპოლიციო ძალებზე დგას, ყველაფერი მოსალოდნელია“.

„მეტი რა აქვთ დარჩენილი - ქუჩაში ვერ დგანან, ხალხში ვერ გამოდიან, ვერსად ვერ დადიან, კაბინეტებში არიან გამოკეტილი და საპოლიციო ძალების ძალადობის ზურგს უკან არიან ამოფარებული“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება