გოგა მემანიშვილი - თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ მონაკვეთში, დავეხმარებით - თუ არ დაგვემორჩილებიან და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ

თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, უბრალოდ გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ მონაკვეთში, ჩვენ თვითონ დავეხმარებით ამ მსვლელობას. თუ არ დაგვემორჩილებიან და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსვლელობის მონაწილეებს განემარტებათ კანონი, რომლის თანახმად, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით.

„საპოლიციო ძალები განაწილებულია ძირითადად ორ ლოკაციაზე, სადაც დაანონსებული იყო საპროტესტო აქცია, რადგან საზოგადოებრივი წესრიგი დავიცვათ. როგორც იცით მათ დაანონსეს, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა გადაკეტვა. მოგეხსენებათ, აღნიშნული უკვე შესულია სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით. ამ ყველაფერს ავუხსნით, განმარტებას მივცემთ აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს. შემდეგ უკვე დაველოდებით მოვლენების განვითარებას. თუ დაგვემორჩილებიან და მსვლელობა ექნებათ, უბრალოდ გზის სავალი ნაწილის კონკრეტულ მონაკვეთში, ჩვენ თვითონ დავეხმარებით ამ მსვლელობას. თუ არ დაგვემორჩილებიან და შეეცდებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა მემანიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება