თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო - პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი ტერიტორიიდან გაიყვანა

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა.

კერძოდ,აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ტერიტორიიდან პოლიციამ რამდენიმე პირი გაიყვანა, "ინტერპრესნიუსი" ცდილობს გადაამომწობს ინფორმაცია, მოხდა თუ არა მათი დაკავება. ასევე, "ახალის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიიდან გაიყვანეს აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.

დემონსტრანტები ცდილობდნენ, სრულად დაეკავებინათ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. შეხლა - შემოხლის დროს დაშავდა ერთი პირი, რის გამოც, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს