ნიკა მელია - ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასდროს მქონია დაპირისპირება პოლიციელთან დაკავების შემდეგ, დღეს მქონდა - სკამზე მჯდომ, ბორკილდადებულ ადამიანს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე წიხლს მირტყამდა

ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასდროს მქონია, დაპირისპირება პოლიციელთან დაკავების შემდეგ, დღეს მქონდა - სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს აქციაზე დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს აცხადებს, რომ შეუძლიათ შესაბამისი კადრები გაასაჯაროონ.

ამასთან, მელიას შეფასებით დღეს პოლიცია განსაკუთრებული აგრესიით იყო განწყობილი.

„რაც საზოგადოებამ დღეს იხილა, არ იყო პოლიციელებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება. იქ მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ პოლიციელების ფორმაში იყვნენ გამოწყობილი, ეს არავის გვიკვირს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული აგრესიით იყვნენ განწყობილი. გასაგებია! გასაგებია ამ ქვეყანაში ყველაფერი, ყველასთვის. ეს არის მოცემულობა, როდესაც აღარც სახლში დაგედგომება, სახლში შემოგივარდებიან - აღარც უნივერსიტეტში, აღარც თეატრში, აღარც საავადმყოფოში, არსად.

ან იღებ თამაშის წესებს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ან იბრძვი. საზოგადოებამ არჩია ბრძოლა, მართალი ბრძოლა. ამ ბრძოლით გამარჯვება.

მე 2013 წლიდან ვარ პოლიტიკურ პროცესებში და ასეთი აგრესიული ხალხი არ მინახავს. ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული,მაგრამ არასდროს მქონია, მაგალითად პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი და ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელთან, პოლიციის შენობაში, დაკავების შემდეგ, ხელბორკილდადებულს. დღეს მქონდა. ისანი - სამგორის სამმართველოს შენობაში, ე.წ. შუშებიან შენობაში ვიყავი დაკავებული, ხელბორკილებით და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვინმე გიორგი ჩოქური, სახეზე ვცნობდი ამ ადამიანს, რადგან აქციებზე აქტიური ბიძინისტია - ამ ადამიანთან შელაპარაკება მქონდა. ხელბორკილდადებული ვიჯექი, შეიძლება კადრები ამოიღონ. საკუთარ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და შს მინისტრს ზონდერებმა მათი დავალებით რა პროვოკაცია მოუწყვეს ბათუმში, დღემდე არ აღირსეს ვიდეოჩანაწერი, ამ ვიდეოჩანაწერს ვინ მოგცემს, მაგრამ თუ ჩემს ნათქვამს შეეწინააღმდეგებიან, კადრები გამოაქვეყნონ, სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულ ადამიანს,ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს“, - აცხადებს მელია.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნიკა მელია - ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასდროს მქონია დაპირისპირება პოლიციელთან დაკავების შემდეგ, დღეს მქონდა - სკამზე მჯდომ, ბორკილდადებულ ადამიანს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე წიხლს მირტყამდა

ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასდროს მქონია, დაპირისპირება პოლიციელთან დაკავების შემდეგ, დღეს მქონდა - სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს აქციაზე დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს აცხადებს, რომ შეუძლიათ შესაბამისი კადრები გაასაჯაროონ.

ამასთან, მელიას შეფასებით დღეს პოლიცია განსაკუთრებული აგრესიით იყო განწყობილი.

„რაც საზოგადოებამ დღეს იხილა, არ იყო პოლიციელებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება. იქ მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ პოლიციელების ფორმაში იყვნენ გამოწყობილი, ეს არავის გვიკვირს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული აგრესიით იყვნენ განწყობილი. გასაგებია! გასაგებია ამ ქვეყანაში ყველაფერი, ყველასთვის. ეს არის მოცემულობა, როდესაც აღარც სახლში დაგედგომება, სახლში შემოგივარდებიან - აღარც უნივერსიტეტში, აღარც თეატრში, აღარც საავადმყოფოში, არსად.

ან იღებ თამაშის წესებს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ან იბრძვი. საზოგადოებამ არჩია ბრძოლა, მართალი ბრძოლა. ამ ბრძოლით გამარჯვება.

მე 2013 წლიდან ვარ პოლიტიკურ პროცესებში და ასეთი აგრესიული ხალხი არ მინახავს. ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული,მაგრამ არასდროს მქონია, მაგალითად პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი და ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელთან, პოლიციის შენობაში, დაკავების შემდეგ, ხელბორკილდადებულს. დღეს მქონდა. ისანი - სამგორის სამმართველოს შენობაში, ე.წ. შუშებიან შენობაში ვიყავი დაკავებული, ხელბორკილებით და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვინმე გიორგი ჩოქური, სახეზე ვცნობდი ამ ადამიანს, რადგან აქციებზე აქტიური ბიძინისტია - ამ ადამიანთან შელაპარაკება მქონდა. ხელბორკილდადებული ვიჯექი, შეიძლება კადრები ამოიღონ. საკუთარ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და შს მინისტრს ზონდერებმა მათი დავალებით რა პროვოკაცია მოუწყვეს ბათუმში, დღემდე არ აღირსეს ვიდეოჩანაწერი, ამ ვიდეოჩანაწერს ვინ მოგცემს, მაგრამ თუ ჩემს ნათქვამს შეეწინააღმდეგებიან, კადრები გამოაქვეყნონ, სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულ ადამიანს,ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს“, - აცხადებს მელია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია