ოლაფ შოლცი კირ სტარმერთან შეხვედრაზე - გავაგრძელებთ კიევის მხარდაჭერას

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ კიევის დახმარებას გააგრძელებენ, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„მოვიდა დრო, ჩვენ, როგორც ევროპელებმა და უკრაინის მეგობრებმა, საერთო სტრატეგია შევიმუშაოთ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს რომ ჩვენ გავაგრძელებთ კიევის მხარდაჭერას“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, ოლაფ შოლცსა და კირ სტარმერს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ პრესრელიზი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა, რომ მნიშვნელოვანია, უახლოეს თვეებში უკრაინის პოზიციები მაქსიმალურად ძლიერი იყოს, რათა მშვიდობა ძალის გამოყენებით მიიღწევა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს ევროპაში თავდაცვის წარმოების გაზრდისა და კოორდინაციის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ოლაფ შოლცისა და კირ სტარმერის შეხვედრა გუშინ, ლონდონთან ახლოს, კირ სტერმერის ჩეკერსის რეზიდენციაში გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს