რუსული მხარის ინფორმაციით, ექვს რეგიონში უკრაინის 70 დრონი გაანადგურეს, აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით როსტოვის, ვოლგოგრადის, ასტრახანის, ვორონეჟის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში 70 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 27 უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 25 – ვოლგოგრადის ოლქის თავზე, 7 – ასტრახანის ოლქში, 5 - ვორონეჟში, 4 – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და 2 - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე.

მანამდე ვოლგოგრადის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატის მასიური თავდასხმა მოიგერიეს. მისი თქმით, ნამსხვრევების ვარდნამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია, რომლის ლოკალიზებაც ოპერატიულად განხორციელდა.

ამასთან, „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვოლგოგრადის, ასტრახანის, ყაზანის, ულიანოვსკის, ნიჟნეკამსკის და სარატოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დააწესა. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს