ვლადიმერ ბოჟაძე - ევროკავშირის მხრიდან სანქციებს არ ველოდებით - ერთი ჯო უილსონის იმედად რომ არის მთელი ოპოზიცია, თავის „დიფ სთეითიან“, ნათესავებიანად, იმიტომაა მაგათი საქმე კარგად

ერთი ჯო უილსონის იმედად რომ არის მთელი ოპოზიცია, თავის „დიფ სთეითიან“ ნათესავებიანად, იმიტომაა მაგათი საქმე კარგად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, „დროა, ევროკავშირმა დაასანქციროს არალეგიტიმური ივანიშვილი და მისი ახლო მეგობრები, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს“.

მისი თქმით, ყველა კარგად ხედავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო უილსონისგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ევროკავშირისგან სანქციებს არ ელის.

„არც ერთ სანქციას ამ დრომდე არანაირი შედეგი არ მოუტანია და არც მომავალში მოიტანს. ევროკავშირის მხრიდან სანქციებს არ ველოდებით, იმიტომ, რომ თქვენ იცით, მას სჭირდება ერთიანი გადაწყვეტილება. ევროკავშირმა რაც მოახერხა ერთადერთი ის, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე გაუქმდა უვიზო რეჟიმი, შესაბამისად, ამ მიმართულებით მოლოდინები არ გვაქვს.

რაც შეეხება ჯო უილსონს - რამდენი უჯდება თითოეული ასეთი „პოსტი“ კეზერაშვილს ამასაც, ალბათ, ძალიან მალე გავიგებთ და ჯო უილსონისგან განსხვავებულ პოლიტიკას რომ ატარებს ტრამპი, ამას ყველა კარგად ხედავს. ერთი ჯო უილსონის იმედად რომ არის მთელი ოპოზიცია, თავის "დიფ სთეითიან" ახლობლებიან - ნათესავებიანად, იმიტომაა მაგათი საქმე კარგად", - განაცხადა ბოჟაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს