გურამ მაჭარაშვილი - „თბილისი მოლი“ რომელი პარლამენტის ან ცესკოს შენობაა, რომ პოლიტიკური მოთხოვნები მის ადმინისტრაციას წაუყენო?! - თუ ვინმეს პოლიციელების მიმართ პრეტენზიები აქვს, მოიკითხონ, როგორია აშშ-სა და ევროპაში ძალადობრივ აქციებზე რეაგირება

„თბილისი მოლი“ რომელი პარლამენტის, ან ცესკოს შენობაა, რომ პოლიტიკური მოთხოვნები მის ადმინისტრაციას წაუყენო?! - თუ ვინმეს აქვს პოლიციელების მიმართ პრეტენზიები, მოიკითხონ, როგორია ამერიკაში, გერმანიაში, საფრანგეთში ძალადობრივი აქციების დროს პოლიციის რეაგირება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „თბილისი მოლთან“ განვითარებული მოვლენების დროს მორიგ ჯერზე მოხდა მტკიცებულებების წარმოდგენა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებისგან, რომ ისინი არ ისვენებენ.

„როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ პოლიტიკური აქცია გინდა, მოთხოვნები გაქვს პოლიტიკური და „თბილისი მოლთან“ აანონსებ აქციას, მყისიერად მიხვდება ყველა, რომ შენ გაქვს სულ სხვა მიზანი. „თბილისი მოლი“ რომელი პარლამენტის შენობაა? ან რომელი ცესკოს შენობაა? ან რომელი ადმინისტრაციული შენობაა, რომ პოლიტიკური მოთხოვნები „თბილისი მოლის“ ადმინისტრაციას წაუყენო? შესაბამისად, შენ მიზანი გაქვს, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინო და სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება მოახდინო.

თუ ვინმეს აქვს პოლიციელების მიმართ პრეტენზიები, მოიკითხონ, ამერიკაში ძალადობრივი აქციებისას რეაგირება როგორია პოლიციის მხრიდან, გერმანიაში როგორ იყო რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთში როგორ იყო რამდენიმე თვის წინ. შესაბამისად, მოიკითხონ ახლა თავიანთ პატრონებს, რატომ ხდება, როდესაც ადამიანი არღვევს კანონს და შემდგომ პოლიციას რეაგირება აქვს. როდესაც პროცესში ხდება რაიმე ტიპის დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ეს არავის სიამოვნებს, მაგრამ დაწყება ხომ აქედანაა და თავიდანვე ხომ შენ აანონსებ?! თავიდანვე შენ ხომ ამბობ, რომ არ ემორჩილები სახელმწიფოს, კანონს?,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის