მამუკა მდინარაძე - ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები ჰქონდეს

ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, გარე ძალების გავლენებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიმართული იყო სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დასუსტებისკენ.

„სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის და ხალხის ინტერესების საბოტაჟი, მოგონილი არგუმენტებით ნაკლებად შეძლოს „დიფ სთეითის“ აგენტურამ. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხალხის მსახურება მოახერხოს ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე. ამაში ვგულისხმობ გარე ძალების გავლენებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც მიმართული იყო სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დასუსტებისკენ.

ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.

დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავს მოხვეული ნორმები, სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირების და გამართულად აუცილებელი ნორმების მიღებით.

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს